რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
14 ნოემბერს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში მოიღრუბლება და შედარებით აცივდება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 11-13 ნოემბერს +15, +20, ხოლო 14 ნოემბერს +11, +16 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 11-13 ნოემბერს +17, +20 გრადუსი დაფიქსირდება. 14 ნოემბერს მოიღრუბლება, ტემპერატურა 13, +15 გრადუსამდე დაიკლებს.