როგორ გაძარცვეს ქართველი ჟურნალისტი სალონიკის ცენტრალურ ქუჩაზე

{{ARTICLEIMAGE}}
ქართველი ჟურნალისტი საბერძნეთში მოგზაურობის “საშინელ შედეგზე წერს:

“საშინელი განსაცდელი – ბოლო ცენტამდე გაძარცვული მე ევროპაში :ჩემი საქართველო ათასჯერ ჯობია ევროპის ბევრ ქვეყანას, ჩვენი პოლიცია და მთავრობა ბევრად აღემატება ევროპის არაერთი ქვეყნის შესაბამის უწყებებს და საქართველოში ათასჯერ მეტადაა დაცული ჩამოსული ვიზიტორების თუ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოება!

დღეს, საბერძნეთში გამძარცვეს. სალონიკის ცენტრალურ ქუჩაზე ჯერ გოგო დამეჯახა პირისპირ და პირდაპირ ჩემს ფეხებთან ყურსასმენები თითქოს დაუვარდა, შემდეგ, სამი ადამიანი ზურგიდან მომაწვა, ჭყლეტვაში მოყოლილი მაშინვე მივხვდი, რომ არაბუნებრივი რაღაც ხდებოდა, პირველი სიგნალი ჩანთა იყო, ხელი ვტაცე და უკვე აღარ მქონდა საფულე, უცნობები გაიქცნენ. დავკარგე ყველაფერი – თანხა ბოლო ცენტამდე, საბანკო ბარათები, სხვა დოკუმენტები და ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ნივთი!!!”.