პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სარეკონსტრუქციოდ ასობით მილიონი ევრო უკვე შეგროვდა. ხანძარმა ორშაბათს ტაძრის სახურავი, საათი, შპილი და კონსტრუქცის ხის ელემენტები სრულად გაანადგურა. შენობის შიგნით ექსპერტებს სამუშაოდ ჯერ არ უშვებენ, თუმცა უკვე ვრცელდება ფოტოები, რომლებზეც ნგრევის მაშტაბები კარგად ჩანს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აღდგება და “კიდევ უფრო ლამაზი იქნება“. თუმცა ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ რეკონსტრუქციას შესაძლოა ათწლეულები დასჭირდეს.
ტაძრის შიდა ფოტოები აჩვენებს, რაოდენ ძლიერ დაზიანდა ის ხანძრისგან.
მეხანძრეებმა ნოტრ დამის განაგურების მაშტაბის შესაფასებლად დრონიც გამოიყენეს.
ასე გამოიყურება ჩამონგრეული სახურავი, რომელიც ცეცხლმა მანამ მოიცვა, სანამ მეხანძრეები ცეცხლის გავრცელების შეჩერებას შეძლებდნენ.
ხანძრის დაწყებიდან ორ საათში ტაძრის სამრეკლო ჩამოინგრა.
საფრანგეთის შს მინისტრის მოადგილის, ლორან ნუნიესის ინფორმაციით მთლიანობაში შენობის კონსტრუქცია ნორმალურ მდგომარეობაში, გარდა რამდენიმე “სუსტი წერტილისა“.
ამ ფოტოზე ჩანს, რომ ხანძარს მინიმუმ ერთი ვარდის ფორმის ვიტრაჟი და მეთვრამეტე საუკუნის ცნობილი ორღანი გადაურჩა.
ნოტრ დამიდან ბევრი ქანდაკების დემონტაჟი ხანძრამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა, ტაძრის რეკონსტრუქციის გამო. შესაბამისად, ისინი ცეცხლს და განადგურებას გადაურჩა.
ძირითადი რელიქვიები და სიწმინდეები ცეცხლს გადაურჩა და ისინი უსაფრთხო ადგილზე გადაიტანეს.
ფოტოზე ჩანს, რომ ცეცხლს გადაურჩა საკურთხეველთან მდებარე ჯვარი.