როგორ გამოიყურებიან 20–ე საუკუნის ულამაზესი ქალები დღეს

გასულ საუკუნეში მათი ფოტოები გამუდმებით ამშვენებდა პრიალა ჟურნალების გარეკანებს, ბრენდები კი მილიონებს უხდიდნენ მხოლოდ ერთი ღიმილისთვის. ეს ქალები აღაფრთოვანების და სიყვარულის ობიექტი იყვნენ მილიონობით მამაკაცისთვის მთელ მსოფლიოში. ვნახოთ, როგორ გამოიყურებიან დღეს ისინი.

თავის დროზე ფრანგ მსახიობს და მოდელს, ბრიჯიტ ბარდოს მილიონობით თაყვანისმცემელი ყავდა. გოგონა ცდილობდა ლამაზმანის იმიჯს გაქცეოდა –მომღერლის კარიერა სცადა, ჩართული იყო პოლიტიკაში და ცხოველთა დაცვაში. ის ერთ–ერთი პირველია, ვინც უარი თქვა ქურქის ტარებაზე ეთიკური მოსაზრებებით. ერთხელ მან თქვა: „ქურქი – სასაფლაოა. ნამდვილი ქალი არასოდეს ჩაიცვამს სასაფლაოს„.

ამჟამად ბრიჯიტ ბარდო 85 წლის არის. წონაში ცოტა მოიმატა, თუმცა ელეგანტურობა არ დაუკარგავს.

ცნობილი მსახიობი და მოდელი,კეტრინ დენევი გასული საუკუნის შუა პერიოდში სილამაზის ეტალონი იყო. ამჟამინდელ ფოტოებზე ის ნაკლებად გავს კარიერის პიკზე მყოფ კეტრინს გარეგნობით. 50 წლის შემდეგ ის დიეტებს და სპორტს შეეშვა. თუმცა, 76 წლის ასაკში მაინც კარგად გამოიყურება.

მეოცე საუკუნის ქალი–კუმირი, ორი ოსკარის და ხუთი ოქროს გლობუსის მფლობელი სოფი ლორენი 85 წლის ასაკში მინიმუმ 20 წლით ახალგაზრდად გამოიყურება. ამჟამად ის ჟენევის ტბასთან ცხოვრობს. პერიოდულად ელიტარულ წვეულებებზეც ჩნდება, თუმცა უფრო იშვიათად, ვიდრე ადრე.ბოლო წლების მანძილზე ის აშკარად სარგებლობდა პლასტიკური ქირურგების მომსახურებით, თანაც წარმატებულად.

იტალიელი მსახიობი და მოდელი, მონიკა ბელუჩი სილამაზის ეტალონი იყო გასული საუკუნის ბოლოს. მისი სახე, ფიგურა, სიარულის მანერა – ყველაფერი განსაკუთრებული ქალურობის განსახიერება იყო.ამჟამად მსახიობი 55 წლის არის, თუმცა როგორც ამბობენ, საკუთარ ასაკზე ცოტა უფრო ხანდაზმულად გამოიყურება. შესაძლოა იტალიის მზიანი კლიმატის და მავნე ჩვევების ბრალია. თუმცა, მას კვლავ უამრავი თაყვანისმცემელი ყავს.

სუპერმოდელი სინდი კროუფორდი გასული საუკუნის ბოლოს მოდური ჟურნალების სასურველი სახე იყო. ის მუდმივად ჩნდებოდა ჟურნალების გარეკანზე, დადიოდა პოდიუმზე და იყო მოდის სახლების სახე.კარლ ლაგერფილდი მასზე ამბობდა: „მასში შერწყმულია კლასიკური სილამაზე და ყოველი ამერიკელის ოცნების გოგო.„ და ის მართალი იყო: სინდი კროუფორდმა ჟურნალ ფლეიბოის ვერსიით მეოცე საუკუნის 100 ყველაზე სექსუალური ქალის სიაში მეხუთე ადგილი დაიკავა.
ამჟამად სინდი 53 წლის არის. კვლავ მშვენიერ ფორმაშია და ისევ ჩნდება მოდური ჟურნალების გარეკანზე, ასევე თანამშრომლობს საათების მსხვილ ბრენდთან. სინდი ამბობს, რომ კარგი ფიგურა ბეჯითი შრომის შედეგია და არა ბედის საჩუქარი.

გერმანელი მოდელი და მსახიობი კლაუდია შიფერი 90-იანი წლების შუა პერიოდში გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც ჟურნალების გარეკანზე გამოჩენის რაოდენობაში ჩემპიონი. 1998 წლიდან ის თმის მოვლის საშუალებების რეკლამირებას ეწევა. გარდა ამისა, ის იუნისეფის კეთილი ნების ელჩია. საქველმოქმედო ფონდებს ეხმარება და კინოში გადაღებას განაგრძობს. 47 წლის ასაკში მოდელი მშვენივრად გამოიყურება.

ყველასთვის ცნობილია, რომ ჯულია რობერტსი ვარსკვლავი ფილმ “ლამაზმანში„ მოპნაწილეობის შემდეგ გახდა. მისი მთავარი კოზირი ღიმილია. ამ ღიმილში იტალიური ყავის ბრენდი სარეკლამო რგოლებისთვის 1 600 000 დოლარს უხდის. ჯულია 53 წლის არის და შესანიშნავ ფორმაშია.

პოპულარული სუპერმოდელის, ნაომი ქემფბელის გარეგნობაზე მისი მავნე ჩვევები არ ასახულა. შავ პანტერად წოდებული მოდელი დღემდე აქტუალურია და პოდიუმებს კვლავ ამშვენებს. ისევე კარგად გამოიყურება, როგორც 30 წლის წინ.

ქეით მოსი უნიკალური სილამაზის მოდელი იყო – არა ქალი ქალღმერთი, სინდი კროუფორდის და ნაომი ქემფბელის მსგავსად, არამედ “მოზარდი გოგონა სამეზობლოდან. “ მას ყოველთვის უყვარდა ეპატაჟი : რომანები როკ ვარსკვლავებთან, სკანდალები, ნარკოტიკები…ამჟამად ქეით მოსი 45 წლის არის. ასაკი დაეტყო, თუმცა ისევ მშვენივრად გამოიყურება.