როგორ გამოიყურებიან პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალები

ვინ არიან პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალები? როგორ იშოვეს თავისი მილიარდები? როგორ გამოიყურებიან ისინი? შეიძლება ერთი შეხედვით გაგაოცოთ მათმა გარეგნობამ. მართლაც შეუზღუდავი ფინანსური შესაძლებლობების მიუხედავად ბევრი მთაგანი საკუთარ გარეგნობაზე განსაკუთრებით არ ზრუნავს – არც პლასტიკურ ოპერაციებში ხარჯავენ ფულს და არც ასაკის დამალვას ცდილობენ:

მსოფლიოში უმსხვილესი ქსელის, Wal-Mart–ის დამფუძნებლის შვილის ქვრივი, კრისტი უოლტონი მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე მდიდარი ქალია. ქმრის სიკვდილის შემდეგ მას ქმრის მთელი ქონება დარჩა მემკვიდრეობით, თუმცა ის გააორმაგა. რამდენიმე წლის წინ კრისტიმ სამოც წელს გადააბიჯა. გარეგნობაზე დიდ დროს და ფულს არ ხარჯავს და არც პლასტიკურ ქირურგიას მიმართავს.

ჯინა რეინჰარტი ავსტრალიის ყველაზე მდიდარი ქალია. რკინის მადნის მომპოვებელი კომპანია ჯინას მემკვიდრეობით მამისგან ერგო. ალღოს და რკინის ნებისყოფის წყალობით არა მხოლოდ კომპანიის კრიზისიდან გამოყვანა, არამედ თავდაპირველი ქონების მნიშვნელოვნად გაზრდა შეძლო. ახლა ბიზნესვუმენი 63 წლის არის, ძალღონით სავსეა და მილიონების შოვნას განაგრძობს.

კომპანია Mars–ის მემკვიდრე, ჟაკლინ მარსი ამერიკის ყველაზე მდიდარი ქალია. “შოკოლადის დედოფლის“ ქონება 20 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ბიზნესის გარდა ჟაკლინი ქველმოქმედებასაც ეწევა და ცდილობს ოჯახთან ბევრი დრო გაატაროს.

სიუზანა კლატენი გერმანიის ყველაზე მდიდარი ქალია. ის მსხვილი ფარმაცევტული კომპანიის 51%–ს და ავტოკონცერნ BMW–ს აქციების 50 %–ს ფლობს. მომხიბვლელი ქალბატონი მოკლედ შეჭრილი თმით ქონებას მუდმივად ზრდის და 57 წლის ასაკში მშვენივრად გამოიყურება.

Apple–ის დამფუძნებლის, სტივ ჯობსის ქვრივი ლორენ პაუელ ჯობსი მსოფლიოს უმდიდრესი ქალების სიაში მეექვსე ადგილს იკავებს. დღეს ეს მშვენიერი ქერათმიანი ქალი სამ შვილს ზრდის და წარმატებით მართავს იმ ქონებას, რაც ქმარმა დაუტოვა.

შემდეგი ქალბატონის გვარი საკუთარ თავზე თავად მეტყველებს: გაიცანით შარლენ დე ვარვალიო–ჰეინეკენი, ჰოლანდიის ყველაზე მდიდარი ქალი და ცნობილი ლუდის გიგანტის 25%–ის მფლობელი. ბიზნესის გარდა შარლენი ფოტოგრაფიით, მუსიკით, არქიტექტურით და თხილამურებით არის გატაცებული.

შეიხა მოზა ბინ ნასერ ალ მისნედი ყატარის შეიხის, ჰამად ბენ კალიფ ალ ტანის მეორე ცოლი და შვიდი შვილის დედაა. ის პლანეტის ერთ–ერთ ყველაზე დახვეწილ პირველ ქალბატონად და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოღვაწედ ითვლება. მოზას ქონება 7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ვრცელდება ჭორები, რომ შეიხმა დაახლოებით 2 მილიონი დოლარი დახარჯა ცოლის პლასტიკურ ოპერაციებზე (სულ 12 ოპერაცია).

შარლოტა კაზირაგი მონაკოს მემკვიდრეობითი პრინცესაა. ის არის გრეის კელის შვილიშვილი, ჟურნალისტი და ბიზნესვუმენი. მისი ეფექტური გარეგნობის წყალობით შარლოტამ არაოფიციალურად მიიღო ყველაზე სექსუალური სამეფო არსების სტატუსი.

აშშს პრეზიდენტის ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან, ივანკა ტრამპი მართალია მილიარდერი არ არის, მაგრამ ამერიკის ერთ–ერთი მდიდარი ქალია. სუპერმოდელ ივანასა და დონალდ ტრამპის ქალიშვილს ბავშვობიდან დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ამზადებდნენ, მამის მილიარდების გარეშე. შედეგად ივანკამ წარმატებით დაამთავრა ბიზნეს სკოლა, კარიერა აიწყო და უკვე მოახერხა საკუთარი მილიონების შოვნა.

.