მილიონერობისთვის მხოლოდ საქართველოში გადასვლაა საჭირო: როგორ გასცდა საზღვრებს ლარის გაუფასურების ამბავი

{{ARTICLEIMAGE}}
“ქართული ლარი ამერიკული დოლარის წინააღმდეგ” – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ambcrypto.com და წერს, რომ ქართულმა ლარი მკვეთრად გაუარესებულია როგორც ამერიკული დოლართან, ასევე ინგლისურ ფუნტთან მიმართებაში. Newsreport.ge გთავაზობთ სტატიის თარგმანს და მის ამსახველ ფოტოსაც.

“საქართველო ყოფილი საბჭოთა ქვეყანაა ევროპის კონტინეტზე. გასაკვირი არ არის, რომ ქართული ვალუტა დარტყმის ქვეშ მოექცა, რადგან ქვეყანა რუსეთთან ომში იყო ჩართული. ლარი, რომელიც ვალუტის საუკეთესო მაგალითი იყო, თურქეთში მომხდარი არეულობის გამო, გასულ წელსაც მნიშვნელოვნად დაეცა. ლარის ეს კრახი უპრეცედენტოა, ახლა ის ასი პროცენტით არის გაუფასურებული. ერთი დოლარი ახლა 2.66 ლარი ღირს, ფუნტი კი 3.37 ლარი”,წერს ჟურნალისტი. 

სტატიის ბოლოს ერთ-ერთი უცხოელი მომხმარებელი წერს: როგორც იქნა, შემიძლია, გავხდე მილიონერი, ამისთვის მხოლოდ საქართველოში გადასვლაა საჭირო. 

ბოლო ინფორმაციით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6626 ლარი გახდა.