როგორ შეხვდნენ შობას ცნობილი ვარსკვლავები

{{ARTICLEIMAGE}}კათოლიკურმა სამყარომ შობის დღესასწაული 24 დეკემბრის ღამეს აღნიშნა. სოციალურ ქსელში მალევე გამოჩნდა პირველი ფოტოები და ინფორმაცია იმის შესახებ, სად და როგორ შეხვდნენ შობას ცნობილი ვარსკვლავები. წარმოგიდგენთ რამდენიმე, რომლებმაც თავადვე დადეს სოციალურ ქსელებში საშობაო ფოტოები.

1. ბექჰემების ოჯახი

დევიდ და ვიქტორია ბექჰემები შობას ქალაქგარეთ მდებარე სახლში შვილებთან ერთად შეხვდნენ. ოჯახი დიდ საზეიმო მაგიდასთან შეიკრიბა, მოგვიანებით კი ვიქტორიამ და მათმა ქალიშვილმა ჰარპერმა ბუხართან სანტასთვის ტრადიციული საკვები – ჭიქა რძე, ორცხობილები და სტაფილო დატოვეს. ვიქტორიამ ამ მომენტის ამსახველი ვიდეო ინსტაგრამზე დადო.


მანამდე კი დევიდ ბექჰემმა ინსტაგრამზე დადო ფოტო, რომელზეც ბუხრის წინ ირმის რქებით არის გადაღებული. ცნობილმა ფეხბურთელმა ხელმომწერებს დამდეგი შობა მიულოცა და მოუყვა, რომ საკუთარი ხელით მოამზადა წაბლი ღია ცეცხლზე.

2. რიზ უიზერსპუნი

ოსკაროსანი მსახიობის ოჯახი შობას ტრადიციისამებრ კალიფორნიული სახლის მდიდრულ ინტერიერში შეხვდა. ჰოლივუდის ვარსკვლავმა როგორც ყოველთვის ლამაზად მორთო სახლი ნაძვის ტოტებით, გვირგვინებით, სათამაშოებით და სხვადასხვა საშობაო კომპოზიციებით. ბავშვების სიხარულს საზღვარი არ ქონდა. რიზს და მის ქმარს სამი შვილი ყავთ – 19 წლის ავა ფილიპი, 15 წლის დიკონა და 7 წლის ტენესი.


3. კრიშტიანუ რონალდუ

ყველა დროის საუკეთესო ფეხმბურთელმა და ერთ–ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა სპორტსმენმა შობა საკუთარ შვილებთან და საყვარელ ქალთან – ჯორჯინა როდრიგეზთან ერთად მილანში, საკუთარ სახლში აღნიშნა. რონალდუმ ინსტაგრამზე დადო ფოტო, სადაც მთელი ოჯახი საახალწლო აქსესუარებით არის წარმოდგენილი. ფოტომ ვარსკვლავის ხელმომწერთა დიდი მოწონება დაიმსახურა. რამდენიმე საათში მან 12 მილიონი მოწონება მიიღო.

4. ევა ლონგორია

სერიალ სასოწარკვეთილი დიასახლისების ვარსკვლავმა შობა ქმართან – ხოსე ბასტონთან და ექვსი თვის შვილთან – სანტიაგოსთან ერთად ოკეანის სანაპიროზე იზეიმა. პატარა სანტის(ასე უწოდებს მას დედა) პირველი შობა საუკეთესო ოჯახური ტრადიციებით შედგა – 24 დეკემბერს ოჯახი სანაპიროზე გაემგზავრა, საღამოს კი საახალწლო სამოსში გამოწყობილებმა ივახშმეს. ევამ შვილის ფოტო ინსტაგრამზე საკუთარ გვერდზე დადო.

5. სელინ დიონი

კანადელმა მომღერალმა შობა ოჯახის წრეში აღნიშნა და ოჯახური ფოტო ინსტაგრამზე გამოდო. ფოტოზე შვილებთან და ორ ლაბრადორთან ერთად საახალწლო ნაძვისხის ფონზეა გადაღებული. ვარსკვლავმა ყველას სითბო, მშვიდობა და სიყვარული უსურვა . თანაც მილოცვა ინგლისურ და ფრანგულ ენებზე დაწერა.