როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში- გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-24 დეკემბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებული.

25-26 დეკემბერს მაღალი ტემპერატურის ფონზე ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ნალექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18, +23, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.

სინოპტიკოსთა ცნობით, თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +14- +16 გრადუსით გათბება.