“მითების დეტექტორმა” ღია წყაროებზე დაყრდნობით გამოავლინა სქემა, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ მართავს “ქართული ოცნების” პიარ ტექნოლოგ კოკა ყანდიაშვილის დაფუძნებული ონლაინ გამოცემა “ესპერსონა” ფეისბუკ ჯგუფებსა და გვერდებს, რომლებიც ხელისუფლების ოპონენტების, კრიტიკული მედიისა და სხვა აქტორების დისკრედიტაციის კამპანიაში არიან ჩართული.
ინტერნეტ პორტალის “ესპერსონა”-ს ფეისბუქ გვერდი სოციალურ მედიაში სულ მცირე 14 ჯგუფს (არასრული სია) მართავს, მათ შორისაა ფეისბუკ ჯგუფი “ბიძინა ივანიშვილი ჩემი თანამოქალაქეა!” ჯგუფის ერთ-ერთი ადმინისტრატორი ნათია ბერიძეა, რომელიც კოკა ყანდიაშვილის მიერ დაფუძნებული “ესპერსონას” ჟურნალისტი იყო და სწორედ ფეისბუკის მიერ “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულ გვერდებზე სანქციების დაწესების დღეს, 20 დეკემბერს დატოვა რედაქცია. ნათია ბერიძე ფიგურირებდა ტელეკომპანია “მთავარის” მიერ მომზადებულ სიუჟეტშიც, რომელიც სახელისუფლებო ტროლებს შეეხებოდა.
“მითების დეტექტორის” ინფორმაციით, ესპერსონა ბიძინა ივანიშვილი ჩემი თანამოქალაქეა!-ს გარდა სულ მცირე კიდევ 12 ჯგუფს მართავს.