ცოტა ხნის წინ 34 წლის კრიშტიანუ რონალდუმ იტალიის ჩემპიონატში გამოსვლა იუვენტუსთან ერთად ტრიუმფალური გამარჯვებით დაასრულა, შემდეგ კი პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ერთა ლიგა მოიგო. წარმატებული სეზონის შემდეგ კი დამსახურებული დასვენება მოიწყო. გუშინ ფეხბურთელი თავის მეგობარ ქალთან, 25 წლის ჯორჯინა როდრიგესთან და ოთხ შვილთან ერთად გაემგზავრა დასასვენებლად. ცხრა წლის კრიშტიანუ რონალდო უმცროსი და ორი წლის ტყუპები – ევა და მატეო რონალდუს სუროგატი დედისგან ყავს. წლინახევრის გოგონა ალან მარტინა კი ჯორჯინასგან.
როდრიგესმა ინსტაგრამზე მადრიდის აეროპორტში, კერძო თვითმფრინავის ბორტზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და მიაწერა: “დროა დავისვენო ჩემს საუკეთესო ხალხთან ერთად“.
ზუსტად სად გაემგზავრა ოჯახი, უცნობია. თუმცა ფაქტია, რომ ჯორჯინამ უკვე მოასწრო გარუჯვა. მან სოციალურ ქსელში უკვე დადო საცურაო კოსტუმში გადაღებული ფოტო.
შეგახსენებთ, რომ ცნობილი ფეხბურთელის და მოდელის რომანი სამი წლის წინ დაიწყო. ჯორჯინამ რონალდუს წელიწად ნახევრის წინ გოგონა გაუჩინა. გარდა ამისა, მასთან ერთად ზრდის რონალდუს 3 შვილს. დასავლური მედიის ინფორმაციის რონალდუ და როდრიგესი მალე დაქორწინებას აპირებენ.