34 წლის კრიშტიანუ რონალდუ უკვე ოთხი წელია 25 წლის მოდელთან, ჯორჯინა როდრიგესთან ერთად ცხოვრობს. ფეხბურთელის შეყვარებულმა ჟურნალ elle-ს იტალიური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში მათი რომანის დასაწყისზე ისაუბრა.
ჯორჯინა ყვება, რომ პირველად რონალდუ Gucci–ს ბუტიკში ნახა, სადაც კონსულტანტ–გამყიდველად მუშაობდა. რამდენიმე დღის შემდეგ ისინი ერთ–ერთ ღონისძიებაზე შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ ჯორჯინა უკვე სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა და სპორტსმენთან დალაპარაკება თავისუფლად შეეძლო. “ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება“ – ამბობს მოდელი ინტერვიუში.
ფეხბურთის ვარსკვლავის შეყვარებულს ძალიან უყვარს ოჯახთან დროის გატარება. ის ცდილობს ბავშვებს საუზმე თვითონ მოუმზადოს. საღამოებს კი კრიშტიანუსთან ერთად ტელევიზორთან ატარებს.
“ჩემი სახლი იქ არის, სადაც ჩემი ოჯახია. ბედნიერი ვარ ჩემს შვილებთან და საყვარელ კაცთან ერთად. ჩვენი ოჯახი ტაძარია, რომელიც სიყვარულით აშენდა“ – ამბობს მოდელი.
როლანდუს და ჯორჯიანა როდრიგესის რომანი 2015 წელს დაიწყო. შეყვარებულებს წლინახევრის საერთო შვილი, ალანა ყავთ. სულ ჯამში წყვილს ოთხი შვილი ყავს: ცხრა წლის კრიშტიანუ–უმცროსი, ასევე ტყუპები ევა და მატეო, რომლებსაც ზაფხულში სამი წელი უსრულდებათ. სამი უფროსი შვილი ფეხბურთელს სუროგატმა დედამ გაუჩინა.
რონალდუმ საყვარელ ქალს ხელი ცოტა ხნის წინ სთხოვა. თუმცა როდის შედგება მათი ქორწილი ჯერჯერობით უცნობია.