ახალი კორონავირუსის დასამარცხებლად რუსეთის მიერ იტალიისთვის გაგზავნილი ტვირთების 80% სრულიად უსარგებლო გამოდგა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა ” Lastampa” წერს.
რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინსა და იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, იტალიაში ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთული 9 თვითმფრინავი და ასზე მეტი რუსი სამხედრო სპეციალისტი ჩაფრინდა. როგორც გამოცემაშია აღნიშნული მათ ჩაიტანეს ტერიტორიების სადეზინფექციო მოწყობილობები და სხვა მსგავსი სპეციალური ტექნიკა, მაშინ როდესაც ქვეყანაში მთავარი პრობლემა სამედიცინო ნიღბებისა და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატების არ ქონაა.
იტალიურ გამოცემაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთი ეს ქმედება არა დახმარებას არამედ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. იტალიის პრემიერმინისტრი, ჯუზეპე კონტე რუსული ჰუმანიტარული დახმარების მიღებას კი მხოლოდ მოსკოვთან “შესანიშნავი პირადი ურთიერთობების გამყარებისთვის” დათანხმდა. იტალიური გამოცემა სანდრო წყაროზე დაყრდნობით იმასაც წერს, რომ ქვეყნაში ჩასული სამხედრო სპეციალისტების უმრავლესობა არა მედიკოსი, არამედ მაღალი ჩინის სამხედრო პირები არიან.