რუსეთის პატრიარქი კირილი კონსტიტუციაში ღმერთის ხსენების ინიციატივით გამოდის

რუსეთის პატრიარქმა კირილმა მისი ინტრონიზაციის 11 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვივთ გამოსვლისას მოუწოდა ყველას, დაიწყონ დისკუსია კონსტიტუციაში ღმერთის ხსენების აუცილებლობის შესახებ.

“მოდი ვილოცოთ, ვიშრომოთ, რომ ჩვენს ძირითად კანონში ღმერთი იქნას მოხსენიებული. იმიტომ რომ რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობას ღმერთი არ სწამს. მხოლოდ მართლმადიდებლებზე არ ვსაუბრობ – ვსაუბრობ მუსულმანებზე და მრავალ სხვაზე. თუ ჰიმნში შეიძლება იყოს სიტყვები “ღმერთისგან დაცული მშობლიური მიწა“ რატომ არ შეიძლება ამის შესახებ ითქვას ჩვენს კონსტიტუციაში?“ – თქვა კირილმა.

თავდაპირველად კონსტიტუციაში ცვლილებების ინიციატივით რუსეთის პრეზიდენტი გამოვიდა. ცვლილებები შეეხება სახელმწიფო დუმის როლის გაძლიერებას, პრეზიდენტის ძალაუფლების ვადების შემზღუდავი მუხლიდან სიტყვა “ზედიზედ“–ის ამოღებას, ჩინოვნიკებისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის აკრძალვას.