რუსეთს ყველა საერთაშორისო სპორტულ ტურნირზე მონაწილეობის მიღება აეკრძალა

რუსეთს  4 წლის განმავლობაში ყველა საერთაშორისო სპორტულ ტურნირზე მონაწილეობის მიღება აეკრძალა.   აკრძალვა შეეხება 2020 წლის ოლიმპიადასა და, 2022 წლის მსოფლიო თასსაც. აკრძალვა რუს სპორტსმენებს მსოფლიო ანტიდოპინგის სააგენტომ მას შემდეგ დაუწესა, რაც  აღმოჩნდა, რომ მოსკოვის ლაბორატორიულ მონაცემებში დარღვევები და საბუთების გაყალბება  დაფიქსირდა.

სააგენტომ დაადგინა, რომ რუსეთში მტკიცებულებები დოპინგის გამოყენებასთან დაკავშირებით დამალეს და წაშალეს ფაილები, რომლებიც სპორტსმენთა მიერ სტიმულატორი ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენებას ადასტურებდა. ამ გზითრუსეთმა  ხელი შეუშალეს საგამოძიებო უწყებებს, რომ თაღლითი სპორტსმენები გამოევლინათ.