რუსეთში, ციმბირში, ნოვოსიბირსკის რეგიონის ქალაქ კოლცოვოში ბუნებრივი აირის გაჟონვამ კვლევით ცენტრ „ვექტორში“ აფეთქება გამოიწვია, რომელშიც სხვადასხვა ტიპის ვირუსების სინჯები ინახება, მათ შორის ნატურალური ჩუტყვავილას და ებოლას. მის შესახებ BBC წერს.
აფეთქება ვირუსოლოგიის და ბიოტექნოლოგიის კვლევის სახელმწიფო ცენტრის მეხუთე სართულზე, სანიტარული ინსპექციის ოთახში რენოვაციისას მოხდა.ამავე შენობაში ინახებოდა ბიოლოგიური იარაღი, რომელსაც საბჭოთა კავშირის დროს იკვლევდნენ.აფეთქების შედეგად მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო ერთ-ერთმა თანამშრომელმა. აფეთქების შედეგად გამოწვეული ხანძარი ამჟამად უკვე ლიკვიდირებულია.
ადგილობრივ მთავრობაში ირწმუნებიან, რომ ოთახში, რომელშიც აფეთქება მოხდა საშიში ნივთიერებები არ ინახებოდა.ნატურალური ჩუტყვავილის ვირუსი დედამიწაზე მხოლოდ ორ ადგილასაა შემორჩენილი, რუსეთის ამ ლაბორატორიაში და ატლანტაში დაავადებათა კონტროლის ლაბორატორიაში.
„ვექტორში“ მსოფლიოში ვირუსების ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კოლექცია ინახება. ცენტრი 1974 წელს აშენდა, ბაქტერიოლოგიური და ბიოლოგიური იარაღის წინააღმდეგ დაცვის მექანიზმების შემუშავების მიზნით