რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი დააკავეს. ნავალნის მიერ დაარსებულ “კორუფციასთან ბრძოლის ფონდში“ ძალოვანებმა კარის შემტვრევით შეაღწიეს.
“ნავალნი ძალის გამოყენებით დააკავეს და წაიყვანეს. მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. დანარჩენები ახლახანს გამოუშვეს. კორუფციასთან ბრძოლის ფონდში,სადაც ჩხრეკა მიმდინარეობს, სამართალდამცავები იმყოფებიან”-წერს ნავალნის პრესსპიკერი კირა იარმიში.