რუსი ტელეწამყვანის,სერგეი დორენკოს გარდაცვალების მომენტი ვიდეოკამერამ დააფიქსირა

ვიდეომეთვალყურეობის კამერამ მოსკოვში, ნიკოლოიამსკის ქუჩაზე დააფიქსირა ტრაგიკული ინციდენტი. 9 მაისს, დღის მეორე ნახევარში, ძლიერი წვიმისას 59 წლის ჟურნალისტი სერგეი დორენკო მოტოციკლით მიდიოდა. რუსული მედიით გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მოტოციკლისტი გზის მარჯვენა ხაზში მიდის. მოულოდნელად ის მკვეთრად გადადის მარცხნივ, რამდენიმე ხაზს კვეთს, საპირისპირო მოძრაობის ხაზზე გადადის და ეცემა. თუმცა არცერთ ავტომობილს ამ მანევრების დროს მოტოციკლისტი არ შეჯახებია.
დორენკო ამ ინციდენტის დროს გარდაიცვალა, თუმცა სიკვდილი ბუნებრივი მიზეზებით დადგა და არა დაცემის დროს მიღებული ტრავმებით. წინასწარი მონაცემებით ჟურნალისტს და ტელეწამყვანს გულის მწვავე უკმარისობა დაემართა და გული გაუჩერდა, რის გამოც მოტოციკლი ვეღარ შეაკავა. დაცემისას მიღებული ტრავმები კი ინფორმირებული წყაროს ცნობით კრიტიკული არ ყოფილა.
ადგილზე მისული ექიმები ჟურნალისტის რეანიმირებას 20 წუთის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ.