პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა კარვების გაშლა დაიწყეს. აქციის მონაწილეების თქმით, რუსთაველის გამზირზე კარვები მანამ იქნება, სანამ მომიტინგეების ყველა მოთხოვნა არ შესრულდება. ამ დროისთვის პარლამენტთან 5 კარავია გაშლილი. კარვების გაშლის პროცესი გრძელდება.