ავტოავარია რუსთავი-ლილოს გზაზე- ერთმანეთს “ფოლცვაგენისა” და “ჰონდას” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამშველო, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინოი დახმარების ეკიპაჟები. ამ ეტაპზე ცეცხლი ლოკალიზებულია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.