უბედური შემთხვევა რუსთავში- საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, 13 წლის მოზარდი დედამ გარდაცვლილი საკუთარ სახლში ნახა. ინფორმაციას “ინფორუსთავი” ავრცელებს.
მოზარდი ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის რუსთავის მე-16 საჯარო სკოლაში სწავლობდა.
მე-16 სკოლის დირექტორის განცხადებით, მოსწავლე საგაკვეთილო პროცესზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციამ მისი ძებნა დაიწყო.
რა გახდა ბიჭის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.