რუსთავში ბუნებრივი აირით 3 წლის ბავშვი მოიწამლა.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, შემთხვევა მესხიშვილის ქუჩაზე მოხდა, ბუნებრივი აირის ნამწვით 3 წლის ბავშვი და მისი დედა მოიწამლნენ.
დედა და მცირეწლოვანი შვილი კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს, არსებული ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.