რუსთავში ცოლზე სექსუალური ძალადობის მცდელობის გამო კაცი დააკავეს

რუსთავში კაცი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.  არსებული ინფორმაციით, დაკავებულს ცოლზე სექსუალურად ძალადობის მცდელობა ჰქონდა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.