რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟომვის შედეგად ორი ადამიანი მოიწამლა. შემთხვევა მეშვიდე მიკრორაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.
შუახნის მამაკაცს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს. ბინაში მყოფი ქალი კი ინტოქსიკაციის კლინიკური ნიშნებით, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრული პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
წინასწარი ინფორმაციით, ბინაში გაზის გაჟონვის მიზეზი, ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული გაზდანადგარი გახდა.