რუსთავში მშენებლობიდან ორი მუშა გადმოვარდა და დაშავდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულები სხვადასხვა სახის მოტეხილობებით რუსთავის ცენტრალურ კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების ტექნიკის ან შრომის დაცვის სხვა წესის დარღვევას გულისხმობს.
შემთხვევის ადგილის შესწავლას შრომის უსაფრთხოების ინსპექცია აწარმოებს.