რუსულმა ცენზურამ ნახატებზე გამოსახული შიშველი ქალები წებოვანი ლენტებით დაფარა

რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში, ურალის გამოფენაზე ყველა სურათზე ქალის შიშველი სხეულის ნაწილები სტიკერებით დაფარეს. ადგილზე მისული დამთვალიერებლების ნაწილმა  მსგავსი ცენზურა მიუღებლად მიიჩნია. მხატვარი ვადიმ ტულუზოვი აცხადებს, რომ  ასეთი რამ პირველად ნახა. 

“შოკირებული ვარ. ჩვენს დროში რამის დაფარვა სასაცილოა. ეს ხომ ყველგანაა ხელმისაწვდომი  – მუზეუმებში, ეკრანებზე, ინტერნეტში. აქ ნორმიდან გასულს ვერაფერს ვხედავ.”, – განაცხადა ხელოვანმა.

გამოფენის ორგანიზატორები განმარტავენ, რომ ქალის შიშველი სხეულის ნაწილები მშობლების თხოვნით დაფარეს.