NASA-ს მეცნიერებმა რამდენიმე ახალი პლანეტა აღმოაჩინეს, რომელთაგან ერთი შესაძლოა სიცოცხლისთვის ვარგისი აღმოჩნდეს.მეცნიერები ახალი პლანეტის შესწავლას უკვე შეუდგნენ, რომელმაც უკვე მიიღო სახელწოდება GJ 357 . ეგზოპლანეტა ქცევით დედამიწას ჰგავს და თავისი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს. ის მანათობლიდან ისეთივე მანძილზეა, როგორც მარსი მზიდან. ეს აჩენს ვარაუდს, რომ პლანეტაზე შესაძლოა, იყოს სითხე და სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობები.
პლანეტის ზუსტი ზომა და მასა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ის დედამიწაზე დაახლოებით ორჯერ დიდი და მინიმუმ ექვსჯერ მძიმეა. პლანეტაზე ერთი წელიწადი დედამიწის 55.7 დღეს უდრის.
მეცნიერები პლანეტის ატმოსფეროს გამოიკვლევენ იმის დასადგენად, არის თუ არა ის საკმაოდ მყარი, რომ სითბო შეინარჩუნოს, პლანეტა გაათბოს და ზედაპირზე წყალი თხევადი სახით შეინარჩნოს.