საახალწლო განათებების მონტაჟის გამო ზოგიერთ ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

საახალწლო დეკორაციების მონტაჟის გამო თბილისის რამდნეიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება, ამის შესახებ თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.

“დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს 22:00 საათიდან 12 ნოემბრის 07:00 საათამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება – ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე, გია გულუას ქუჩასა და ვარაზის ხევში” – აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.

მათივე ცნობით, დღესვე, 23:00 საათიდან 12 ნოემბრის 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება – ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, პეტრე ბაგრატიონის მოედნიდან – გია გულუას მოედნამდე და ჯავახეთის ქუჩაზე.

“სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!”- აღნიშნულია განცხადებაში.