საფრანგეთიდან, გერმანიიდან და ესპანეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებს მოვუწოდებ, გადავიდნენ თვითიზოლაციის რეჟიმზე – პაატა იმნაძე

საქართველოში საფრანგეთიდან, გერმანიიდან და ესპანეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებს, მოვუწოდებ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაში დარჩნენ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ  განაცხადა.

„გვაქვს შემთხვევა, როცა ესპანეთიდან დაბრუნებული ჩვენი მოქალაქე არის ინფიცირებული კორონავირუსით და მკურნალობს, ოფიციალურად სახელმწიფო შეზღუდვები არის გამოცხადებული იტალიაზე, ჩინეთზე, სამხრეთ კორეასა და ირანზე. მაგრამ უკვე დღეს მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც დაბრუნდნენ საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან სადაც არის შიდაგადაცემა. იყვნენ მაქსიმალურად ფრთხილად და თვითონ დაიცვან თავიანთი ოჯახები, პირველ რიგში. თავიანთი თანამშრომლები და გადავიდნენ თვითიზოლაციის რეჟიმზე“, – განაცხადა იმნაძემ. 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმშია 178 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 56.