საფრანგეთის უზენაესმა სასამართლომ სამართალდამცველებს დემონსტრაციის დროს რეზინის ტყვიების გამოყენების უფლება მისცა

საფრანგეთის უზენაესმა სასამართლომ სამართალდამცველებს დემონსტრაციის დროს რეზინის ტყვიების გამოყენების უფლება მისცა. ფრანგული მედიის ცნობით, პარიზში ყვითელჟილეტიანების აქციაზე სამართალდამცველებს აქტივისტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიების გამოყენების საშუალება მიეცემათ. პოლიცია რეზინის ტყვიებს აქამდეც იყენებდა, რის გამოც არაერთი დემონსტრანტი მძიმედ დაშავდა. ფრანგული მედიის ცნობით, ბოლო დემონსტრაციაზე 144 დაშავებულიდან 92 რეზინის ტყვიის შედეგად იყო დაზარალებული.