“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა პოლიციელებმა ჯერ დააკავეს, შემდეგ კი ავლაბრის მეტროსთან ჩამოსვეს.
“მითხრეს, პარტიის ლიდერი ხარ და შენს სიტყვას შესაძლოა, ესკალაცია მოჰყვესო. ჩემს სიტყვას თუ შეიძლება, რომ ასეთი შედეგი მოჰყვეს, ეს მხოლოდ კომპლიმენტია. ავლაბრისკენ წავედით, იქ ჩამომსვეს, საფულეც არ მქონდა და ღვთისნიერმა “ტაქსისტმა” მომიყვანა”, – განაცხადა უგულავამ.