ამერიკის საელჩო საქართველოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ელჩის, კელი დეგნანის მიმართვას ავრცელებს, რომელიც ამბობს, რომ საგანგებო ვითარებაში საელჩომ ფუნქციონირება შეზღუდა. ის ყველას მოუწოდებს, დარჩნენ სახლში.
„რთული დროა და ვცდილობთ, გავუფრთხილდეთ ჩვენი და ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ამერიკის საელჩოში განსაკუთრებით მადლიერები ვართ საქართველოს მთავრობის, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა, მათი პროაქტიული ძალისხმევისთვის. პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, თითქმის ყველა სამინისტრო, პარლამენტი და მუნიციპალიტეტები ძალისხმევას არ იშურებს, რომ შეაკავოს COVID-19 ვირუსის გავრცელება და მინიმუმამდე დაიყვანოს მის მიერ გამოწვეული ზიანი.” -ამბობს ელჩი კელი დეგნანი