საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კანადაში გარდაცვლილი ქართველის გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა მიმდინარეობს.
30 წლის მამაკაცი კანადაში სამუშაოდ კახეთიდან იყო წასული, მისი გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დეტალებზე კომენტარს არ აკეთებენ.