პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კადრები გაავრცელა, რომელიც ციხის საკანშია გადაღებული. წულუკიანის განმარტებით, პატიმართან სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი შეუფერებლად იქცევა.
პენიტენციურმა სამსახურმა მოგვიანებით ეს ვიდეოკადრები გაავრცელა. მათი განცხადებით, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა პატიმრის მიერ მომზადებული ყავა დალია, მისი სიგარეტი მოწია და შოკოლადი შეუჭამა. ასევე ისარგებლა პატიმრისთვის განკუთვნილი სველი წერტილით.
ვიდეო გაშვების შემდეგ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გაკვირვება ვერ დამალა იმ ფაქტის გამო, რომ საკანში გადაღებული ვიდეო შენახული იყო, რადგან მისი თქმით, საჭირო დროს ვიდეოჩანაწერი უწყებას დაარქივებული არ აქვს.