ბიძინა ივანიშვილის სვეტიცხოველში ილია მეორის აღსაყდრებისადმი მიძღვნილ წირვაზე სიტყვით გამოვიდა.
“მოგესალმებით ყველას და გილოცავთ დღევანდელ დღეს, ვულოცავ ჩვენს საყვარელ პატრიარქს, მის უწმიდესობას აღსაყდრებიდან 42-ე წლისთავს.
მოგეხსენებათ, როგორი რთული იყო ეს 42 წელი, როგორი განსაცდელი ჰქონდა ჩვენს ქვეყანას რამდენიმე წლის წინ, თუ გნებავთ.
42 წლის განმავლობაში უამრავი გამოწვევა და განსაცდელი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, უდიდესია ჩვენი დედა ეკლესიის წვლილი და მისი უწმინდესობის, პატრიარქის წვლილი იმ დაბნეულობის დროს, როცა აბსოლუტურად საჭიროებდა ერი სწორებას, ძალიან ხშირად ყველაზე დიდი საყრდენი და სწორებაც სწორედ ეკლესია და მისი უწმიდესობა გახლდათ.
დღესაც მოგეხსენებათ, რომ რთულია ჩვენი ყოფითი თუ სულიერი ცხოვრება და ამ ყველაფერს სჭირდება ძალიან ორგანიზებული და გააზრებული მართვა, როგორც სახელმწიფო, ისე ეკლესია თავის ფუნქციებს ძალიან გააზრებულად და მომართულად ასრულებენ, რათა ჩვენ გადავლახოთ ყველა გამოწვევა და ჩვენი ქვეყანა გამარჯვებისკენ წავიყვანოთ, ბედნიერია ჩვენი ქვეყანა, რომ ასეთი სულიერი მამა ჰყავს, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ვუსურვოთ ჩვენს საყვარელ პატრიარქს ”- განაცხადა ივანიშვილმა.