საკრებულოდან გაგდებულმა კუხიანიძემ ახალგორში გადასვლა სცადა და ტყეში დაიკარგა

საკრებულოს უმრავლესობიდან გარიცხული ერეკლე კუხიანიძე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ საკორინთლოსთან ჩავიდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გუშინ სცადა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა, თუმცა უშედეგოდ, მისი თქმით,  ის ტყეში დაიკარგა და იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო.

როგორც კუხიანიძე აცხადებს, მან ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა დღესაც სცადა, მაგრამ ამჯერად ამის უფლება სამართალდამაცველებმა და უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა არ მისცეს.

„უნდა გადავსულიყავი იქ და ისეთ სიტყვებს ვიპოვიდი, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს გაათავისუფლებდნენ”- განაცხადა ყოფილმა დეპუტატმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარეს ერეკლე კუხიანიძეს უმრავლესობა დაატოვებინეს.