“საკუთარ სახლში ყველაფერს ანგრევს“–ამერიკელი კონგრესმენი ივანიშვილს ანიმაციურ პერსონაჟს ადარებს

ამერიკელი კონგრესმენი პიტ ოლსონი ბიძინა ივანიშვილს ტვიტრეზე კიდევ ერთ სტატუსს უძღვნის, რომელსაც თან ურთავს კონგრესში მისი გამოსვლის ვიდეოს საქართველოს საკითხთან დაკავშირებით:

“რა აქვთ საერთო ოსკარ გროუჩს (ანიმაციური პერსონაჟი) და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს? ორივე საკუთარ სახლში არეულობას აწყობს და ყველაფერს ანგრევს. დღეს კონგრესში ვილაპარაკე ქართველი ხალხის მხარდასაჭერად და მოვითხოვე საქართველოს კორუმპირებული მთავრობის და მათ ქვეყანაში რუსული გავლენის დასრულება”,- წერს კონგრესმენი ტვიტერზე.

ოლსონი ერთ–ერთია იმ შვიდი დეპუტატიდან, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკას ღიად გამოხატავენ. მას გახარიასთვის წერილი არ გამოუგზავნია, თუმცა რამდენიმე დღის წინ ტვიტერზე დაწერა, რომ უერთდება მისი კოლეგების კრიტიკულ წერილებს.