„სადაც საჭიროა ყველგან ვივლი. სალობიეშიც ვივლი, სხვა ადგილებშიც ვივლი, ფეხით სიარულს გავაგრძელებ და ვიქნები იქ, სადაც საჭიროა“- ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა. ჟურნალისტმა პრეზიდენტს კითხა, რითი დაამახსოვრა პრეზიდენტმა თავი საზოგადოებას 1 წლის თავზე მკვლელების შეწყალებისა და სალობიეში სტუმრობის გარდა.
„მე არ მინახავს საკუთარი ხალხის უნდობლობა. მე გავდივარ ქუჩებში, დავდივარ რეგიონებში და ვხვდები ხალხს ძალიან დიდი დოზით. ჩემთვის დიდი საზომი, როგორ აფასებს მოსახლეობა პრეზიდენტს, ეს არის და არა 5-კაციანი გამოსვლები. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ პრეზიდენტსა და ხალხს შორის არ გაწყდეს ეს კავშირი, ამიტომ, სადაც საჭიროა, ყველგან ვივლი. სალობიეშიც ვივლი, სხვა ადგილებშიც ვივლი, ფეხით სიარულს გავაგრძელებ და ვიქნები ჩემ ხალხთან ერთად იქ, სადაც საჭიროა“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.