პრეზიდენტი, რომელიც ხალხს გაურბის და აცდენილია რეალობას, არ იმსახურებს საზოგადოების პატივისცემას – ასე აფასებენ მმართველი გუნდის ოპონენტები სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ ქმედებებს.
სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილის მემორიალი უკომენტაროდ დატოვა. პოლიტიკოსთა ნაწილი არაადეკვატურად და სამარცხვინოდ მიიჩნევს სასახლეში მის გამოსვლას, ზურაბიშვილს 9 აპრილს მოკლული თამარ ჭოველიძის გვარი გამორჩა, ეკა ბეჟანიშვილის გვარი კი ვერ ამოიკითხა.„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ ზურაბიშვილი ხალხს გაურბის. ზაალ უდუმაშვილის თქმით, სამარცხვინო იყო პრეზიდენტის მიერ ორგანიზებული მიღებაც.“ეს ადამიანი მართლაც სამ თვეში ერთხელ ჩნდება კამერის წინ და ჯობია მაშინაც არ გამოჩნდეს,“ -ამბობს უდუმაშვილი.„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ოთარ კახიძე კი ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილს ადეკვატურობის განცდა დაკარგული აქვს და ის ვერც თავის სტატუსსა და თანამდებობას ეკიდება პასუხისმგებლობით.
„სალომე ზურაბიშვილი არც ეკიდება რანგს პასუხისმგებლობით და ვერც მოეკიდება, მას არ აქვს ამის შესაფერის არც კომპეტენცია და რაც ყველაზე მთავარია, არ აქვს მანდატი,“- ამბობს კახიძე.
დავით ჭიჭინაძე, ქვეყნის მთავარსარდალს მოგზაურს უწოდებს, რომელიც შეფასებას საერთოდ არ იმსახურებს. „მისი საქმიანობა მოღვაწეობასაც ვერ დავარქმევ შეფასებას არ იმსახურებს. შეფასება რაღაც ნიშანს ქვემოთაა. ეს ადამიანი ალბათ, უფრო მოგზაურის როლშია. ეს ადამიანი არაადეკვატურია, ჩვენ არ ვიცით რაც არის?“ -ამბობს ჭიჭინაძე.