სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა

პრეზიდენტმა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა გამართა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისა და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.