ოკუპანტების მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის პატირმობაში დატოვების ფაქტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება.
“მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობისა უკანონდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს არსებულ, ისედაც რთულ ვითარებას.
კიდევ ერთხელ მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიეროს ძალისხმევა, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს ექიმის გათავისუფლება!”-წერია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.