სალომე ზურაბიშვილი ყველაზე ნეგატიურ პოლიტიკოსად დასახელდა.IRI-ის კვლევის მიხედვით, მას ნეგატიურად 70% აფასებს.
მეორე ადგილზე ზურა ჯაფარიძეა (66%), მესამე ადგილს 59-59 პროცენტით სამი პოლიტიკოსი ინაწილებს: ირმა ინაშვილი, ნინო ბურჯანაძე და გიგი უგულავა. ბიძინა ივანიშვილის მიმართ ნეგატიურად 57 პროცენტია განწყობილი.
კვლევა 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის პერიოდში IRI-ის დაკვეთით და USAID-ის დაფინანსებით ჩაატარა Baltic Surveys/The Gallup Organization-მა. ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. ცდომილების ზღვარი არ აღემატება +/- 2.5 პროცენტს.