პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციიდან საჩუქრად მიყვანილი მამალი გაიპარა. კადრები “ტვ პირველის” კამერამ დააფიქსირა. ვიდეოში ჩანს, როგორ ტოვებს რეზიდენციის ტერიტორიას მამალი.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან აქცია გაიმართა. ალეკო ელისაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა ეზოში მამალი გაუშვეს. აქციის მონაწილეებმა ასე პრეზიდენტის მიერ ირანული მამლის ფიგურების 4310 დოლარად შესყიდვა გააპროტესტეს.