ელ სალვადორი პარლამენტის შენობაში შეიარაღებული პოლიციელები და ჯარისკაცები ძალის გამოყენებით შევიდნენ. პარლამენტში მაშინ შევიდნენ, როდესაც პრეზიდენტმა ნაიიბ ბუკელემ კანონმდებლებს მიმართა და ქვეყნის უშიშროების ძალების უკეთ აღჭურვისათვის 109 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება მოითხოვა.
მანამდე მან პარლამენტარებს მისი მოთხოვნის შესასრულებლად ერთკვირიანი ვადა მისცა. ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში შეიარაღებული პირების შესვლას ზეწოლად აფასებს.
პრეზიდენტი ბუკელე თავის უფლებამოსილებას 2019 წლის ივნისში შეუდგა და კორუფციასთან და ძალადობასთან ბრძოლის პირობა დადო.
ბურკელეს კაბინეტმა 9 თებერვლას პარლამენტის სპეციალური სესია მოიწვია მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ მსგავს სიტუაციაში სალვადორელებს აჯანყების უფლება აქვთ. სესიის პარალელურად კი ქუჩაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.
38 წლის ლიდერს სურს, რომ გამოყოფილი თანხით ჯარისკაცებისა და პოლიციელების შეიარაღება გააუმჯობესოს, რათა კრიმინალთან ბრძოლა უფრო ეფექტური გახდეს. კერძოდ კი, ბურკელე ამტკიცებს, რომ თანხა მანქანების, ფორმების, აღჭურვილობისა და ვერტმფრენის ყიდვას მოხმარდება.
ბუკელემ მხარდამჭერებს მოუწოდა პარლამენტთან გამოსულიყვნენ, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანოსთან 50,000-მდე ადამიანი შეიკრიბა.