სოციალურ ქსელში დღეს გვერდმა “ტკბილი ხარ შენ უფალო“ გაავრცელა სამების ტაძარში დღეს დილით გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მრევლის ზიარება კვლავ საერთო კოვზით მიმდინარეობს. გუშინ საპატრიარქოს სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად ზიარების წესი არ შეიცვლება. საპატრიარქომ ცოტა ხნის წინ დაუშვა ზიარების შემდგომი სიტკბოების მიღება ერთჯერადი ჭურჭლით. ვიდეოში ჩანს, რომ ამ მიზნისთვის მართლაც ერთჯერადი ჭიქები გამოიყენება.