სამების ტაძარში პოლიციამ დარღვევა ვერ აღმოაჩინა და ტერიტორია დატოვა- შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ სამების საკათედრო ტაძარში დარღვევა ვერ დააფიქსირა და ტერიტორია დატოვა.

,,გაესაუბრნენ მეუფეებს, დარღვევა არ დაფიქსირდა და დატოვეს ტერიტორია”,- აცხადებენ შსს-ში.

სამების საკათედრო ტაძარში პოლიცია საკვირაო ქადაგებისას მივიდა. ის სავარაუდოდ ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოიძახა, რომელმაც აცნობა, რომ ტაძარში 10-ზე მეტი ადამიანი იყო.

საგანგებო მდგომარეობისა და 10 კაცზე მეტის შეკრების შეზღუდვის მიუხედავად, დღეს სამების საკათედრო ტაძარში წირვა მაინც ჩატარდა.