სამეფო ოჯახის სკანდალის შემდეგ მეგან მარკლი კანადაშია და ბედნიერად გამოიყურება. პაპარაცების ფოტოები

სანამ პრინცი ჰარი ბრიტანეთშია და ოჯახთან პრობლემების გარკვევას ცდილობს, მისი მეუღლე უახლოეს მომავალში ლონდონში დაბრუნებას არაპირებს. ის შვილთან ერთად კვლავ კანადაში რჩება. სწორედ კანადიდან გააკეთა წყვილმა სენსაციური განცხადება სამეფო ოჯახის უფლებამოვალეობებზე უარის თქმის შესახებ. გუშინ მეგან მარკლი ფოტოგრაფებმა ჰიდროთვითმფრინავის ბორტზე ასვლისას შენიშნეს, რომელიც ვანკუვერში მიემგზავრებოდა.

მეგანი თბილად იყო ჩაცმული. მას თბილი ქურთუკი ბეწვიანი კაპიშონით, შავი ჯინსი და მაღალყელიანი ყავისფერი ჩექმა ეცვა.

თუმცა მთავარი, რასაც გარშემომყოფებმა მიაქციეს ყურადღება მისი ღიმილი იყო. ამბობენ, რომ მეგანის ასეთი გულწრფელი და ბედნიერი ღიმილი დიდი ხანია არ უნახავთ. როგორც ჩანს, დედოფლის განცხადებამ, რომ მზად არის მხარი დაუჭიროს წყვილის გადაწყვეტილებას, მას შვება მოჰგვარა.

მეგანი და ჰარი რიგითი ადამიანების ცხოვრებით აპირებენ ცხოვრებას და თავად გეგმავენ გამოიმუშავონ საკუთარი ფული. თუმცა, სანამ ოჯახიდან საბოლოოდ წამოვლენ, ბევრი დეტალია გასარკვევი. ჰარი და მეგანი ბრიტანეთში და კანადაში აპირებენ ცხოვრებას.