სამხრეთ კორეაში 96 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირებული 96 წლის ქალი ვირუსისგან სრულად გამოჯანმრთელდა. ის ყველაზე მოხუცი ადამიანია ქვეყანაში, ვინც COVID 19 დაამარცხა.

ქალი ჩონგდოს ოლქში ცხოვრობს, რომელიც ახლოს არის ქალაქ დაეგუსთან და რომელშიც კორონავირუსით ყველაზე მეტი ინფიცირების შემთხვევა დაფიქსრიდა.

მას დიაგნოზი 13 მარტს დაუსვეს, ორკვირიანი ინტენსიური მკურნალობის შემდეგ კი ის სრულად განიკურნა. ამ დროისთვის ის საკუთარ სახლში, კარანტინში იმყოფება.

ბოლო მონაცემებით, სამხრეთ კორეაში ინფიცირებულთა რაოდენობა 9241-ია, ხოლო გარდაცვლილი 131.