სამხრეთ კორეაში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ერთ-ერთი ინფიცირებული 55 წლის მამაკაცია, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩინეთის ქალაქ უხანში იმყოფებოდა.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.