სამთავრობო ცვლილებები ჰგავს მიცვალებულის სასაფლაოდან სასაფლაოზე გადასვენებას – ნათელაშვილი

„ეს სამთავრობო ცვლილებები ჰგავს სასაფლაოდან სასაფლაოზე მიცვალებულთა გადასვენებას“,- ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ვიდეო-მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დარჩეს ხელისულებაში.

„ჩვენ თუ მიცვალებულს გადავასვენებთ კუკიის სასაფლაოდან ვერის სასაფლაოზე, ამით მიცვალებულის ბიოგრაფიასა და საქმიანობაში არაფერი შეიცვლება, ისევე როგორც მისი ჭირისუფლების. ეს სამთავრობო ცვლილებები ჰგავს სწორედ სასაფლაოდან სასაფლაოზე მიცვალებულთა გადასვენებას,.

ივანიშვილი ყველა ძალას ხმარობს, რომ დარჩეს ხელისულებაში, მაგრამ წინასწარ ვეუბნები ვერანაირი კოსმეტიკური ცვლილებები, ახალი სახეების მოყვანა თუ ძველი სახეების დაბრუნება მას ვერ გადაარჩენს. ისტორიას განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს“,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.