სამტრედიასთან ავარიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა სამტრედიის შესასვლეთან მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ტრაილერი და მინივენი შეეჯახნენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.